მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ფინეთის წინააღმდეგ საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა.
მოდრიჩი გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც ხორვატიის ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა.
მანამდე 100-მატჩიანი ბარიერი გადალახული ჰქონდათ დარიო სრნას (134), სტიპე პრეტიკოსას (114), იოსიპ შიმუნიჩს (105), ივიცა ოლიჩს (104) და დარიო შიმიჩს (100).
მომდევნო თამაშს ხორვატიის ეროვნული ნაკრები 9 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.