კალათბურთი

20:35 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრები ესტონეთსა და ბულგარეთში მიეგზავრება

 

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისათვის მზადების მიზნით ესტონეთსა და ბულგარეთში ორ-ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.

“12 ივლისს, გამთენიისას ესტონეთში გავემგზავრებით. 12 და 14 ივლისს, ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. ესტონეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ბულგარეთში გავემგზავრებით და ორ საკონტროლო შეხვედრას ამ ქვეყნის ნაკრებთან 16 და 18 ივლისს გავმართავთ”, - გვითხრა კაზანჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 8 აგვისტოს დაიწყება, რომელსაც ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

0.115072