საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც 6-6 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ორ ფინალურ ქვეჯგუფში (ა - ბ) გადანაწილდა, ხოლო დანარჩენმა 6-6-მა გუნდმა ასევე ორი ქვეჯგუფი შეადგინა (გ-დ).
გუნდები მეორე ეტაპზე ითამაშებენ შემდეგი სისტემით:
( ა ქვეჯგუფი ეთამაშება ბ ქვეჯგუფს, ხოლო გ ქვეჯგუფი - დ ქვეჯგუფს ერთ წრედ. გუნდებს პირველ წრეში ურთიერთშეხვედრების შედეგად მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდებათ.
მესამე ეტაპზე ფინალურ (ა-ბ) ქვეჯგუფებში მონაწილე გუნდებიდან საუკეთესო შედეგების მქონე 8 გუნდი დაწყვილდება შემდეგნაირად:
I წყვილი 1 ადგილი - მე-8 ადგილი
II წყვილი მე-2 ადგილი - მე-7 ადგილი
III წყვილი მე-3 ადგილი - მე-6 ადგილი
IV წყვილი მე-4 ადგილი - მე-5 ადგილი