კალათბურთი

11:43 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელები გერმანიასთანაც დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გერმანიის ნაკრებთან წააგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა დიდი სხვაობით - 30:71 დათმო.
გერმანიამ პირველ ტურში სლოვენია გაანადგურა, გუშინ კი სლოვენიელებმა შვედეთს შანსი არ დაუტოვეს. გერმანელები ერთი თავით მაღლა იდგნენ ქართველებზე. საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი - 10 ქულა დააგროვა დავით აფხაზავამ, 6-6 ქულა ჰქონდათ ლადო ფურცხვანიძეს და ნიკა ლეონიძეს, ხოლო ლევან ბაბილოძემ, ლუკა ბულაშვილმა და ნიკოლოზ ლილიშვილმა 2-2 ქულა მიითვალეს. ბარემ გეტყვით, რომ თითო ქულა საბა აკობიას და ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვეღარ გავა. ბოლო ტურის მატჩს კი  ქართველები 4 თებერვალს, სლოვენიასთან გამართავენ, რის შემდეგაც სხვა ჯგუფებში ჩარჩნილ გუნდებთან ერთან ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის განაგრძობენ.

www.gbf.ge

0.115714