ფეხბურთი

0:12 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონიმ “მილანი” გააკრიტიკა

იტალიური “მილანის” ყოფილმა პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მიმდინარე სეზონის ტრანსფერები გააკრიტიკა და კლუბის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელს რამდენიმე გადაწყვეტილება დაუწუნა.

“არ მესმის ერთ სატრანსფერო პერიოდში 11 ფეხბურთელის დამატებისა და თან მათგან არცერთი იყოს მაღალი კლასის. ანდაც ჩემთვის მიუღებელია სუსოსა და ბონავენტურას სათადარიგოთა სკამზე ხილვა, რადგან ისინი ყველაზე ნიჭიერები და ტექნიკურები არიან გუნდში.

გარდა ამისა, კაპიტნის სამკლავური გადასცეს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც წლების განმავლობაში “იუვენტუსის” სიმბოლო იყო. “მილანს” ჰყავდა მონტოლივო, და ის იმსახურებდა კაპიტნობას”, - განაცხადა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” ზაფხულში: ლეონარდო ბონუჩი, ანდრე სილვა, ანდრეა კონტი, ჰაქან ჩალჰანოღლუ, რიკარდო როდრიგესი, მატეო მუსაკიო, ლუკას ბილია, ფრენკ კესიე, ანტონიო დონარუმა, ფაბიო ბორინი და ნიკოლა კალინიჩი დაიმატა.

0.195712