ფეხბურთი

17:28 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “ყურადღება მხოლოდ გუნდის ერთიანობაზე უნდა გავამახვილოთ”

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი უცხოურ მედიაში გავრცელებული ჭორების შესახებ ალაპარაკდა და თქვა, რომ მიუხედავად ჟერარ პიკესთან აზრთა განსხვავებისა, ეს მათ ურთიერთობაზე არ აისახება.

“ეს იყო რთული კვირა, თუმცა, ახლა ალბანეთთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ყურადღება მხოლოდ გუნდის ერთიანობაზე გავამახვილოთ.

ჩემი და პიკეს შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩვენს შორის”, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ალბანეთის დაპირისპირება დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.103012