ფეხბურთი

19:44 | 5.10.2017 | ნანახია 3299 - ჯერ

კრის კოულმენი: “საქართველოს ნაკრები ასე თუ გააგრძელებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს”
"ქართველებმა კარდიფში გვაჯობეს და ვფიქრობ, ხვალაც რთული მატჩი გველის"

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, უელსის ნაკრების მიზანი გამარჯვებაა და გარეთ ბეილის დანაკლისის მიუხედავად, თბილისში 3 ქულისთვის იმყოფებიან.

გარდა ამისა, კოულმენმა საქართველოს ნაკრებიც შეაქო და თქვა, რომ მომავალში წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.

“ბეილი შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა კოჭი აწუხებდა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ დაგვაკლდება, მაგრამ ასეთი სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ და ვფიქრობ, საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში უმეტესად ლიდერების გარეშე მოგვიწია თამაში და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას. ხვალ თუ ვერ მოვიგეთ, ეს არ იქნება ბეილის არყოფნის ბრალი.

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და დასაკარგი არაფერი აქვს. პირველ თამაშში აშკარად გვაჯობეს. კარდიფში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა საერთოდ დავმარცხებულიყავით. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ უარყოფითი ბალანსი გვაქვს ქართველებთან და ამიტომაც, ვფიქრობ, ხვალაც დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველოდება.

როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მსურს, რომ ჩემს განკარგულებაში საუკეთესო კონტიგენტი იყოს, მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება. შესაძლოა, ითამაშონ ახალგაზრდებმაც და ეს არ იქნება არანაირი პრობლემა.

საქართველოს ნაკრები ბურთს კარგად ფლობს, თუმცა საერთაშორისო ფეხბურთში ხშირად ეს არაა საკმარისი და გამოცდილებაა მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, მომავალში წარმატებასაც მიაღწევს. წარსულს კი ჩვენთვის ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კოულმენმა.

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:57 | 06.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძაან რთული თამაში იქნება ასეთ მოტივირებულ უელსთან თან ძაან დიდი დანაკლისი გვაქ მაგრამ იმედია რამე გამოვა დვალიშვილმა რო დუბლი დადოს და მოგვაგებინოს

11:30 | 06.10.2017
BEERTRANCE (97819)

შენი რა მიდის ბარემ ჰეთრიქი მოგეთხოვა DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

22:37 | 05.10.2017
Shevche (15054)

სავაშა__
ჭანტურია თავდასხმაშიც კარგია, გეთანხმები, მაგრამ ეგ მაშინ, როცა ვაკო, ჯანო და ოქრი ჯანმრთელად არიან(შემტევ ნახევარმცველებად). ახლა ისე გვიჭირს მაგ პოზიციაზე, ჯობია ჭანტურიამ ითამაშოს მარჯვენა შემტევად და წინ დადგეს ქვილითაია ან ვინმე. ოღონდ მერებაშვილი-ჯიღაური არ დააყენოს ფლანგებზე :/ მაგათ ხელში შეტევების ორგანიზება ძალიან გაგვიჭირდება..

00:07 | 06.10.2017
levani82 (41682)

მერებაშვილის თამაშის დროს შეტევები როდის გაგვიჭირდა? მომენტები რამდენჯერ გაამწვავა და თავდამსხმელებმა იმ დროისათვის ვერ იყოჩაღეს

00:45 | 06.10.2017
Shevche (15054)

რამდენჯერმე ვითომ ეფექტურად შემოვიდა, მაგრამ ვიცი რაცაა, რა.
ერთი პადსებია იცის და მაგ დროსაც თავბრუ ეხვევა და ლამის წაიქცეს ხოლმე.

01:35 | 06.10.2017
levani82 (41682)

ამბობ ჯიღაური და მერებაშვილი არ დააყენოსო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მაგათ აქვთ

22:30 | 05.10.2017
ogafa (10220)

ხვალაც გაიტანს ჭანტურია ალბათ

20:04 | 05.10.2017
სავაშა__ (6590)

ჭანტურას უკვე უთამაშია ფორვარდად, ალბანეთთან გასვლაზე(2-2) გოლი+საგოლე პასი და ძელი - მშვენივრად ითამაშა))

19:56 | 05.10.2017
სავაშა__ (6590)

მაკარიძე
კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-ნავალოვსკი
კვეკვესკირი-გვილია
ჯიღაური-ყაზაიშვილი-მერებაშვილი
ჭანტურია

21:51 | 05.10.2017
ramo (435)

ვინც შენ ფეხბურთის ცოდნა დაგაბრალა ....

19:51 | 05.10.2017
valeri8848 (2622)

ინტერვიუ კარგი ცოდნია მაგრამ სურათში რომ იღრინება????????

0.120782