ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა თქვა, ბავშვობაში მეკარე ვიყავი, მაგრამ დედაჩემი ამას ცუდი თვალით უყურებდაო.
“დედამ მითხრა, რომ მეკარეობა სახიფათოა. ულტიმატუმი წამიყენა: ან თავდასხმაში ითამაშე, ან ფეხბურთს საერთოდ შეეშვიო. წაგებას თავიდანვე ვერ ვიტანდი, ეზოში წაგების შემდეგაც კი მრცხვენოდა და მიტირია კიდეც”.
ლაკაზეტი ლიონშია დაბადებულ-გაზრდილი.