“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მან და სერხიო რამოსმა ნაკრების ვარჯიშზე იჩხუბეს. ფეხბურთელმა თქვა, რომ მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
“ინფორმაცია თითქოს ჩემსა და რამოსს შორის უთანხმოებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მინდა იცოდეთ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”, - განაცხადა პიკემ.
ბოლო დროს პიკე მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა საჯაროდ დაუჭირა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას.