იტალიური “რომას” ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ სამწვრთნელო კურსზე სწავლა შეაჩერა. ამის მიზად მისი მოუცლელობა დასახელდა.
იტალიის მწვრთნელთა გადამზადების ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი აუცილებლად დაუბრუნდება სასწავლო პროცესს.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია. იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ტოტიმ შეწყვიტა კურსებზე სიარული, მაგრამ გვჯერა, რომ ის კვლავ დაგვიბრუნდება”, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდგომ ტოტის მისმა ყოფილმა კლუბმა სპორტული დირექტორის პოზიცია შესთავაზა, თუმცა თავად ფრანჩესკომ სამწვრთნელო განათლების მიღება არჩია. ამ დროის განმავლობაში C ლიცენზია აიღო და მომდევნო ეტაპი B ლიცენზიის მიღება იყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია როდემდე გადადო ეს საქმე.