6 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინა პერუს უმასპინძლებს. ცხრილიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება. ორივე გუნდს 24-24 ქულა აქვს, სასწორზე კი რუსეთის საგზურია.
პერუს ნაკრებმა არგენტინაში დიდი რაოდენობით მინერალური წყალი წაიღო. მიზეზი? მასპინძელთა მხრიდან სპეციალურად მოწამვლის ეშინიათ.
სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი ბრანკო ჰყვებოდა, 1990 წელს, მუნდიალზე, არგენტინასთან მატჩის დროს მეტოქის ფეხბურთელმა წყლის ბოთლი მომაწოდა და აშკარად ვიგრძენი, რომ წყალში რაღაც იყო გარეულიო.
ის თამაში ბრაზილიამ 0:1 წააგო. მოგვიანებით, ბრანკოს მოყოლილ ამბავზე დიეგო მარადონამაც განაცხადა, სიმართლეაო.