ფეხბურთი

22:40 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები: + 8 ფეხბურთელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, საქართველოს ნაკრებს დღეს რვა ფეხბურთელი შეუერთდა.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ის 25 ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც სლოვაკმა გამოიძახა. შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ.

აქვე გეტყვით, რომ ამავე მიზეზით საქართველოს ნაკრებს ორი ლიდერი, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა. საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” უელსის ნაკრებს დაუხვდება, რომელიც თბილისში გარეთ ბეილის გარეშე ჩამოვა.

ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს “დინამო არენას” სალაროებსა და tkt.ge-ძე შეუძლიათ.

0.117554