საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ბოლო ამხანაგური მატჩები ბელარუსის ნაკრებთან გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბელარუს თანატოლებთან 1 და 3 ოქტომბერს, თბილისში იასპარინგეს და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიში 1:2 წააგეს.
დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გიგაშვილი, ბაქრაძე, სამსონია, აზაროვი, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, ჩოთალიშვილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, ქუთათელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია, ჭავჭანიძე.
ქართველთაგან გოლი გიორგი ლომთაძემ გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-30 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.