მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმირებულია. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის დაზიანება აღენიშნება და გარკვეული პერიოდი იუქმებს. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
“ვწუხვართ რიბერის გამო. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება”, - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
გერმანული გამოცები კი, ამ სიტყვებზე დაყრდნოთ ვარაუდობენ, რომ 34 წლის ფეხბურთელს ლაზარეთში 2-3 თვე მოუწევს ყოფნა.
შეგახსენებთ, რიბერიმ ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში ბერლინის “ჰერტასთან” შეხვედრაში მიიღო.