ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ ლოველმა არიენ რობენის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა Kicker-თან საუბარში თქვა.
“ჩემს შვილს აკადემიის გუნდში უფრო კარგი ვარჯიშები აქვს, ვიდრე ანჩელოტის ჰქონდა “ბაიერნში”.
რობენთან ინტერვიუს ცნობილი გერმანული გამოცემა ხვალ დაბეჭდავს. ჟურნალისტი წერს, რომ Kicker-ი ასევე დაწერს სხვა საინტერესო ინფორმაციასაც: თურმე ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან ჩიოდნენ, ანჩელოტი საქმეს ცუდად უდგებაო.