მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა შესაძლოა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარეშე ჩაიაროს. საქმე ისაა, რომ ფიფა “ფურია როხას” დისკვალიფიკაციას მუნდიალიდან არ გამორიცხავს. Marca-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატალონურ გუნდებს ლა ლიგაში თამაშის საშუალებას არ მისცემს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყება ეროვნულ ნაკრებს მუნდიალიდან მოკვეთავს.
ამჟამად ლა ლიგაში სამი კატალონური გუნდი, “ბარსელონა”, “ესპანიოლი” და “ჟირონა” თამაშობს. აქამდე გავრცელებული ცნობის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, იქაური კლუბები საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატში აპირებენ გადანაცვლებას.
აღსანიშნავია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ბარსელონაში დღეს იმართება. ამავე მიზეზით, “ბარსელონასა” და “ლას პალმასის” ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართება.