ჩოგბურთი

12:24 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩინეთის ღია ტურნირს კირიოსთან მატჩით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი და მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში გასამართ ჩინეთის ღია ტურნირის პირველ წრეში ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება. ავსტრალიელი რეიტინგში მე-20 ადგილზეა და ქართველს კარიერაში პირველად შეხვდება.

პეკინში გასამართი ტურნირის საპრიზო ფონდი 3,028,080 დოლარია. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი 45 სარეიტინგო ქულას და 39,205 დოლარს გამოიმუშავებს.

0.123853