ფეხბურთი

23:35 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარინო: "მილანი" ბონუჩის ყიდვას ნანობს"

იტალიაში ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე პიერპაოლო მარინო, რომელსაც თავის დროზე “ნაპოლის”, “რომასა” და “უდინეზეს” სპორტული დირექტორის პოსტზე უმუშავია, ლეონარდო ბონუჩის აკრიტიკებს.

მარინოს განცხადებით, “როსონერიმ” შეცდომა დაუშვა და იტალიელ მცველში ძალიან დიდი თანხა გაიღო.

“ვფიქრობ, რომ “მილანი” უკვე ნანობს ბონუჩის ყიდვას. მონტელა იძულებულია, ლეონარდოს გამო გუნდი 3 მცველით ათამაშოს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. დარწმუნებული ვარ, “როსონერის” წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, ბონუჩის არ შეიძენდა და 40 მილიონ ევროდ ტოპ-თავდამსხმელს მოიყვანდა”, - აღნიშნა მარინომ.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანმა” გასულ ზაფხულს “იუვენტუსიდან” შეიძინა და კაპიტნის სამკლავურიც გადასცა. თუმცა, ბონუჩი “მილანში” ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს. ბოლო ორ მატჩში კი უხეში შეცდომებიც დაუშვა, რაც ლომბარდიელებს გაშვებულ გოლებად დაუჯდათ.

0.115439