მსოფლიოს ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში ისევ თბილისია. სოციალურ ქსელში პაოლო მალდინიმ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ, "დინამო არენაზე" გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, რივალდოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული არაფერი დაუწერია, ფოტოები შემდეგნაირად დაასათაურა: "დინამო არენა".
შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის შედეგად 300,343 ლარი შემოვიდა, რასაც საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება.