ფეხბურთი

11:57 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი თბილისის მატჩის შემდეგ: "აღელვებული ვარ"

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთს თბილისში დაუბრუნდა. "რომას" ექსკაპიტანი ისევ ჩვეულ ფორმაში იყო და არაერთი დასამახსოვრებელი წუთიც აჩუქა გულშემატკივარს. მატჩის ბოლოს, ერთ-ერთი ქართველი ქომაგი მოედანზე შეიჭრა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ჩაეხუტა...

თამაშის შემდეგ ფრანჩესკო "მიქსზონაში" ჟურნალისტებთან არ გაჩერებულა და კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Corriere Dello Sport-ის კორესპონდენტ რობერტო მაიდას კითხვაზე, თუ რას გრძნობდა ქართველი ხალხის დახვედრაზე, მოკლე პასუხი მაინც გასცა:

"ეს იყო ამაღელვებელი, ემოციური", - აღნიშნა ტოტიმ".

შეგახსენებთ, საქველმოქმედო მატჩი მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით (6:5) დასრულდა, ხოლო ფრანჩესკო ტოტიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. აღნიშნული მატჩის შედეგად 300,343 ლარი შემოვიდა, რასაც საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება.

0.119205