ფეხბურთი

22:10 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: "ყველამ თავის საქმეს მიხედოს"

“მილანის” სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის "ბაიერნიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც ანჩელოტი უმუშევარი გახდა, მას მერე ევროპული მედია “მილანში” მის დაბრუნებაზე საუბრობს.

“როგორც გულშემატკივარი, ძალიან ვწუხვარ, რომ კარლო “ბაიერნიდან” გაათავისუფლეს. არ ვიცი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავს ვინჩენცო მონტელა, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტია. ჩვენ გვწამს მონტელასი და მას ბოლომდე დავუდგებით გვერდში.

მესმის, რომ პრესისთვის ეს ძალიან მომგებიანი თემაა, მაგრამ ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ მონტელას”, - განაცხადა მირაბელიმ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის დათხოვნის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი არაერთ კლუბთან დააკავშირეს. “რომა”, “მილანი”, იტალიის ეროვნული ნაკრები, თუმცა, ეს ყველაფერი - ჭორის დონეზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს მუშაობას 58 წლის სპეციალისტი.

0.124582