ფეხბურთი

14:08 | 29.09.2017 | ნანახია 1238 - ჯერ

ეროვნული ლიგა: მესამე წრის საუკეთესოები

საქართველოს ეროვნულ ლიგაში დღეს მეოთხე, დასკვნითი წრე იწყება, მანამდე კი ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

მესამე წრეში საუკეთესოდ თბილისის “ლოკომოტივის” ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე აღიარეს, რომელმაც ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონის 27 ტურის შემდეგ 22 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა შორის დამაჯერებლად ლიდერობს.

მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად “საბურთალოს” თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი დაასახელს. მისი ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა მესამე წრეში 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ, 22 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს, რაც განვლილ წრეში საუკეთესო შედეგია.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 3 წარმომადგენელი “საბურთალოს” ჰყავს, 2-2 მოთამაშითაა წარმოდგენილი თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”, “სამტრედია” და თბილისის “ლოკომოტივი”.

ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები:

კუპატაძე (“საბურთალო); გეგეჭკორი (“დინამო”), სანდოხაძე (“სამტრედია”), კობოური (“დინამო”), ქიმაძე (“ტორპედო”); კუხიანიძე (“ტორპედო”), ხარაიშვილი (“საბურთალო”), არველაძე (“ლოკომოტივი”), ვოლკოვი (“საბურთალო”); გი (“სამტრედია”), სიხარულიძე (“ლოკომოტივი”).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 29.09.2017
lagashi (6738)

გიის სიმბოლურში ნახვა რაღაც სასიამოვნოდ მეჩვენა, მართლა კარგი ვინმე დაიმატეს სამტრედიელებმა

21:54 | 29.09.2017
ogafa (10230)

+

14:24 | 29.09.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

და "ტორპედოს" სტადიონზე მოედნის საფარის შეფერილობაზე ვინც ზრუნავს, იმას არანაირი პრიზი არ გადასცეს თუქსუს-ლიგის მესვეურებმა ?

16:05 | 29.09.2017
BEERTRANCE (97819)

რძის ფხვნილი უნდა მისცენ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ძროხა რომელიც მასე გადამხმარ ბალახს შეჭამს, პირდაპირ რძის ფხვნილს იწველება.

14:42 | 29.09.2017
lagashi (6738)

თავმოყვარე ძროხა საბალახოდ არ შევა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11787
სარეკლამო ადგილი - 99
X x X