გერმანულ საკლუბო ფეხბურთს კატასტროფული დღეები ჰქონდათ ევროტურნირებზე. საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგის 6 წარმომადგენელი ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე დამარცხდა.
ერთ ტურში გერმანიის 6 გუნდი ევროსარბიელზე აქამდე 1981 წელს დამარცხებულიყო. აღსანიშნავია, რომ 36 წლის წინ, ალემანებმა ექვსივე თამაში ერთ დღეს წააგეს, ამჯერად კი მათი ფიასკო სამ დღეზე იყო გაწერილი.
26 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ლაიფციგი” “ბეშიქთაშთან” (0:2), “დორტმუნდი” კი “რეალთან” (1:3) დამარცხდა. ამას მოჰყვა 27 სექტემბერს, “ბაიერნის” განადგურება პარიზში, პსჟ-სთან (0:3), ხოლო ყველაფერი ევროპა ლიგაზე წარუმატებლობით დაგვირგვინდა:
“ჰოფენჰაიმი” “ლუდოგორეცს” ვერ გაუმკლავდა სტუმრად (1:2), “კიოლნი” შინ “ცრვენა ზვეზდასთან” დამარცხდა (0:1), ბერლინის “ჰერტა” გასვლაზე “ოსტერსუნდთან” დარჩა ხელმოცარული (0:1).
მოკლედ, ბუნდესლიგამ სერზიოზული დარტყმა მიიღო. სხვათა შორის, ეს უკვე აისახა უეფას რეიტინგზე და გერმანიის ჩემპიონატმა მესამე ადგილიც დაკარგა, რომელსაც ახლა იტალიის სერია A იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად სირცხვილია როდესაც გერმანიის წარმომადგენელს ლიგაზე უშანსოდ უგებს თურქული კლუბიი
ნუ პსჟ-სთან და რეალთან წაგებას კიდე არაუშავს
იტალიას ლიგისთვის ნამდვილად ყავს 4 გუნდი, ასევე ინგლისს, და ესპანეთს, მაგრად ტეხავდა რომ გერმანიიდან 4 გუნდი გადიოდა, ბოლო 20 წელი რო ავიღოთ გერმანიაში მხოლოდ 3 გუნდმა გაიბრწყინა, ბავარია - ბაიერი და დორტმუნდი, სხვა არ მახსენდება, იტალიაში კიდევ თუ გახსოვთ ერთხელ 3 გუნდი იყო ნახევარფინალში, მილანი - ინტერი და იუვე-რეალი, ამას დაამატეთ ნაპოლის და პარმას წარმატებები, თანაც გერმანიაში ერთი გუნდი თამაშობს სტაბილურად და იტალიაში 2 იუვე და მილანი, ასე რომ დროა იტალია დაბრუნდეს ლიგაზე 4ით
დიდი ზარალი ნახეს
ვისაც არ ეზარება ყველა ხმარობს შვაინებს მოკლედ.
ძალიანაც კარგი!!!იტალიის და გერმანიის გუნდების კლასს და თუნდაც პოტენციალს არ შევადრი ერთმანეთს.გერმანიაში იყო 1-2 წლიანი გუნდები,რომლებმაც ვეღარ გაქაჩეს(მითუმეტეს ევროტურნირებზე).სად იუვე,ნაპოლი,ინტერი,მილანი,რომა,ლაციო და სად ბაიერნი,ბორუსია და მანდ უკვე იჭედები კაცი.რა გლადბახი და შალკე,ან რა ჰერტა და ლაიპციგი.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

გიტლერ კაპუტ !!!

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ