თბილისში გასამართი საქველმოქმედო მატჩის ჩატარებამდე ვარსკვლავები საქართველოს მიმართულებით დაიძრნენ. ლეგენდარული იტალიელი ფრანჩესკო ტოტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მოედანზე ბრუნდება:
“თბილისის მიმართულებით, მოედანზე ვბრუნდებით. ავტობუსი სწორადაა შერჩეული”, - წერს ფრანჩესკო.
სავარაუდოდ ფრანჩესკომ ავტობუსის სისწორეში ის იგულისხმა, რომ მას 10 ნომერი ამშვნებს. ციფრი, რომელიც ტოტის კარიერას უკავშირდება.
იქამდე, სანამ ტოტი განათავსებდა პოსტს ტვიტერში, ბრაზილიელი რივალდოც გამოირჩა სტატუსით:
“ახლა ფრანკფურტში ვარ, მალე მილანში ვიქნები. ხვალ კი, ღვთის წყალობით საქართველოში ჩავალ”, - დაწერა რივალდომ.
შეგახსენებთ, საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.