ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების პროცესში მყოფი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 1 და 3 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბელარუსთან. პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მეორე - "დავით პეტრიაშვილი არენაზე".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ნემსაძემ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ბელარუსის ნაკრებთან სათამაშოდ მოემზადებიან:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);
მცველები: ანრი მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ლუკა შვარცი (კარლსრუე), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).