ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კმაყოფილებას ვერ მალავს და “ატლეტიკოს” დამარცხების (1:2) შემდეგ აცხადებს, რომ ბედნიერია.
“გუნდში ყველამ კარგად ითამაშა – ბედნიერი ვარ. როდესაც “ატლეტიკოსთან” აგებ პირველ ტაიმში, ყველამ კარგად იცის თუ რამდენად რთულია თამაშის შემობრუნება, თუმცა ჩვენ ეს შევძელით.
თამაშის ბოლომდე ვიბრძოლეთ, ამან საბოლოო შედეგი გამოიღო და მეტოქე დავამარცხეთ. მოთამაშეებს ვეუბნებოდი, არ აქვს მნიშვნელობა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ თუ სტუმრად, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ გვაქ შანსი, რომ ასევე წარმატებით განვაგრძოთ ლიგაზე ასპარეზობა”, - თქვა კონტემ.
“არისტოკრატები” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 6 ქულით ლიდერობენ. 4 ქულა აქვს “რომას, 1 “ატლეტიკოს”, რაც შეეხება “ყარაბახს”, ის ამ ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია და შესაბამისად, 2 ტურის შემდგომ 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.