კალათბურთი

15:50 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 15-ქულიანი დებიუტი "ფლექს პისტოიაში"

დუდა სანაძის ბრწყინვალე დებიუტი „ფლექს პისტოიაში“. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა პისტოიელთა წინასასეზონო, მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობდა და გუნდს 15 ქულა შეაშველა.

„ფლექს პისტოიას“ მეტოქე სერია ბ-ს წარმომადგენელი “ლიბერტას ლივორნო” გახლდათ, რომელსაც სანაძის გუნდმა საკმაოდ იოლად – 115:78 მოუგო. თამაში ტრადიციული ფორმატით არ ჩატარებულა. გუნდებმა ოთხ ათწუთეულს დამატებითი 5 წუთიც მიაყოლეს. საინტერესოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა 15-დან 8 ქულა სწორედ ამ “ოვერტაიმში” მიითვალა.

“ფლექს პისტოია” ახალი სეზონის პირველ მატჩს 5 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც სერია ა-ს საწყისი ტურის ეგიდით “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” ესტუმრება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116599