“კლივლენდ კავალიერსის” ახალწვეულმა დუეინ უეიდმა ახალი კლუბზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება “ჩიკაგოში” თამაშზე ვოცნებობდი და ეს ავიხდინე. ახლა კარიერის სხვა დონეზე გადავედი. ეს საუკეთესო გუნდია, სადაც კარიერას გავაგრძელებდი. “კლივლენდსაც” სჭირდება ჩემი ნიჭი და ტალანტი, ჩემპიონი რომ გახდეს. მოუთმენლად ველი ჩემს ძმასთან, ლებრონთან ერთად თამაშს, ჩვენ ერთად ორჯერ გავხდით ჩემპიონები და იმედია, მესამედაც მოვიგებთ საჩემპიონო ბეჭედს”- განაცხადა უეიდმა.
ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი ნბა-ს ჩემპიონები 2012 და 2013 წლებში “მაიამი ჰიტის” შემადგენლობაში გახდნენ.