ფეხბურთი

19:17 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" ვარანს გაუხანგრძლივა

მადრიდის “რეალმა” და რაფაელ ვარანმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

24 წლის ვარანი “რეალმა” 2011 წელს შეიძინა და იქედან მოყოლებული ძირითად შემადგენლობაში მეთოდურად მკვიდრდება. მიმდინარე სეზონში ცენტრალური მცველის ანგარიშზე 7 შეხვედრაა.

ბოლო დროს “რეალმა” რამდენიმე ფეხბურთელს გაუხანგრძლივა კონტრაქტი: ისკო, კარვახალი, მარსელო, ბენზემა.

0.115838