ფეხბურთი

14:45 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ახალი სახე

ლუკას ჰუფნაგელს უკვე უთამაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ეს იყო ამხანაგურ მატჩში: 2015 წელს, ესტონეთთან ტალინში 0:3 რომ წავაგეთ, მაშინ 22 წუთი დაჰყო მოედანზე. შესარჩევში კი ჰუფნაგელს დებიუტი შეიძლება ჰქონდეს უელსთან, ან სერბეთთან შეხვედარში. ვლადიმირ ვაისმა ოქტომბრის თამაშებისთვის გამოიძახა.

ის გერმანიის მეორებუნდესლიგელ “ნიურნბერგშია”, ამ სეზონში სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში კარგი შეფასება მიიღო კიკერ-ისგან. 23 წლისაა და ვინ იცის, ბუნდესლიგის დონეც “ასწიოს”. “ნიურნბერგი” ლიდერთა შორისაა და შესაძლოა, გაისად დაბრუნდეს უძლიერესთა ლიგაში.

“მსოფლიო სპორტი” ჰუფნაგელზე ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა ის ახლოსაც არ იყო ქართულ პასპორტთან. მაშინ 15 წლისა გახლდათ. ის გერმანელი მამისა და ქართველი დედის შვილია, არჩია საქართველოს ნაკრებში გამოსვლა. პირველად კობა ჟორჟიკაშვილმა ათამაშა 17-წლამდელთა ნაკრებში. ეს იყო 2010 წლის შემოდგომაზე.

თავიდან მეპასე საყრდენად აყენებდნენ, საფეხბურთო ენაზე რვა ნომერს რომ ეძახიან. თუმცა ნახევარდაცვაში უფრო წინწაწეულსაც შეუძლია თამაში. რაც მთავარია, მოაზროვნე და სწორად მოთამაშე ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111795