“პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელით, ედინსონ კავანით ინგლისური “ევერტონი” დაინტერესდა. The Sun-ის ინფორმაციით, “ირისები” მზად არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს გუნდი გააძლიერონ.
ლივერპულური კლუბი ურუგვაელით რომელუ ლუკაკუს დანაკლისის შევსებას ეცდება.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავანი მზადაა დატოვოს პარიზული კლუბი, მიზეზად კი ნეიმართან კონფლიქტი სახელდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს 30 წლის მოთამაშით “იუვენტუსი, “ინტერი” და “ნაპოლი” ინტერესდებოდნენ, თუმცა კავანიმ იტალიაში დაბრუნება არ ისურვა.