მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ “ლივერპულთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინშია.
“ლივერპულთან” მატჩი ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება ბევრი ვარსკვლავისგან, მაგრამ შიშს აზრი არ აქვს. ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს პრობლემები შევუქმნათ.
ვესაუბრე ანტონიო კონტეს “ლივერპულის” შესახებ. კარის დაცვა რთული ამოცანაა… ინგლისელებს თამაშის თავისუფლება არ უნდა მივცეთ”, - განაცხადა კარერამ.
“სპარტაკისა” და “ლივერპულის” მატჩი დღეს, 22:45 საათზე დაიწყება.