ფეხბურთი

13:51 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერი უბერებელი 

"ვესტ ბრომვიჩის" 36 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ ინგლისის პრემიერლიგაში 633-ე მატჩი ჩაატარა. ბერი რეკორდსმენი გახდა პრემიერლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით.

633 - ამ მაჩვენებლით ბერიმ გადაუსწრო "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, უელსელ რაიან გიგზს. მესამეზეა ფრენკ ლამპარდი 606 მატჩით.

ბერიმ კარიერის დიდი ნაწილი "ასტონ ვილაში" გაატარა, სადაც 365 შეხვედრა ჩაატარა პრემიერლიგის ეგიდით. მას ინგლისის ნაკრებში 3 გოლი აქვს გატანილი – 53 თამაშში. აღსანიშნავია, რომ ბერიმ 601 მატჩი სასტარტოში დაიწყო.

0.114621