იტალიურ “ნაპოლის” არკადიუშ მილიკი 6 თვე დააკლდება. როგორც “აძურის” ვებგვერდი იტყობინება, პოლონელ ფორვარდს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ხოლო სარეაბილიტაციო პერიოდი 4-დან 6 თვემდე გასტანს.
მილიკმა მძიმე ტრავმა იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში “სპალთან” შეხვედრაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პოლონელს ასეთივე დაზიანება შარშანაც ჰქონდა და მაშინაც, ნახევარ სეზონზე მეტი გაუცდა.
არკადიუშ მილიკი “ნაპოლის” “აიაქსიდან” 2016 წელს შეუერთდა. ხშირი ტრავმიანობის გამო 23 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა რიგებში დღემდე 28 თამაში ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.