ფეხბურთი

23:03 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" და სუსომ გაახანგრძლივეს

იტალიურმა “მილანმა” და ესპანელმა თავდამსხმელმა სუსომ ახალი კონტრაქტი გააფორმეს. როგორც “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, პირინელი შემტევი “სან სიროზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად სუსო სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება, რომელიც პირდაპირ მის თამაშზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, გატანილ გოლებსა და საგოლე პასებზე.

სუსო “მილანს” 2014 წელს “ლივერპულიდან” შეუერთდა, თუმცა თავიდან ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. 2015-2016 წლების სეზონი იჯარით “ჯენოაში” გაატარა, ხოლო 2016 წლის ზაფხულში “მილანში” დაბრუნდა.

23 წლის ესპანელი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიურ გრანდში 55 მატჩი და 10 გოლია.

თეგებისუსომილანი
0.064227