“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო დარწმუნებული არაა, რომ “ქალაქელებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილს გამოთქვამს, 32 წლის მოთამაშემ დასაფიქრებლად დრო ითხოვა.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ “სიტიში” სიამოვნებით ვთამაშობდი. ამ ეტაპზე არაფერია ნათელი. ვმსჯელობ და ვნახოთ რა მოხდება მომავალში”, - უთხრა ბრაზილიელმა BBC-ს.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდინიოს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.