ფეხბურთი

18:47 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი რუსეთის 21-წლამდელებში

რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ორი ფეხბურთელია ქართული გვარით: მცველი ლეო გოგლიჩიძე და ნახევარმცველი გიორგი მელქაძე. რუსები შესარჩევში ავსტრიასა და სერბეთს ეთამაშებიან.

გოგლიჩიძე “კრასნოდარის” დუბლებშია, ხოლო მელქაძე “ტოსნოში” თამაშობს. ორივენი 1997 წელს არიან დაბადებულები. მელქაძე უფრო გამოცდილია, მოსკოვის “სპარტაკის” საკუთრებაა და “ტოსნოში” იჯარით არის გადასული.

0.113159