გურამ კაშია კიდევ ერთხელ მოხვდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ამ სეზონში მეორედ (ექვსი ტურია გასული) და საერთოდაც, საკმაოდ ხშირად ვხედავთ თერთმეტეულში. ეს ალგემეინ დაგბლად-ის (AD.Nl) ვერსიით.
როგორც იცით, გასულ ტურში “ვიტესმა” ამსტერდამში 2:1 მოუგო “აიაქსს”, ამ შეხვედრაში პირველი გოლი კი სწორედ კაშიამ გაიტანა (VIDEO).
გურამის გარდა, ტურის სიმბოლურში კიდევ ორი ვიტესელი მოხვდა: მცველი მიაზგა და ნახევარმცველი სერერო.