ფეხბურთი

16:06 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცეცაძე ”სამტრედიას” დაშორდა

გიორგი ცეცაძე “სამტრედიას” დაშორდა. ცეცაძის თავკაცობისას, იმერულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია: საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.

ცეცაძე თავისი ინიციატივით წავიდა “სამტრედიადან”, რომელიც ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის “დინამოს”. გასულ ტურში სამტრედიელებმა გორში 1:2 წააგეს “დილასთან” და ცეცაძე აშკარად უკმაყოფილო იყო მსაჯობით.

43 წლის მწვრთნელი აქამდე მუშაობდა გორის “დილაში”, თბილისის “ლოკომოტივში”, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტად.

0.112434