ფეხბურთი

13:16 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძეს 21-წლამდელთა ნაკრებში უხმეს

გიორგი არაბიძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. ამის შესახებ “შახტარის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ახალგაზრდა მოთამაშემ პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი გამოტოვა. მიზეზი ის გახლდათ, რომ გიორგი იმ დროისათვის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

გია გეგუჩაძის გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად დანიას დაუპირისპირდება, მომდევნო მატჩს კი 10 ოქტომბერს ფარერის კუნძულებზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი გორში, პოლონეთის ნაკრებთან 0:3 წააგო.

0.126507