საჩოგბურთო ისტორიაში პირველად როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი კორტის ერთ მხარეს თამაშობდნენ. “ლეივერის” თასზე ფედერერი-ნადალის წყვილი კურიე-სოკის დუეტს დაუპირისპირდა და 6:4, 1:6, 10:5(VIDEO) დაამარცხა.
პირველ სეტში 3:3-ზე ევროპულმა დუეტმა ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდნენ. მეორე პარტიაში ამერიკულმა წყვილმა ორი უპასუხო ბრეიკი გააკეთეს და ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვებული მესამე სეტმა გამოავლინა, რომელიც 10 ქულამდე იყო. როჯერის და რაფას წყვილი 8:1 დაწინაურდა და უპრობლემოდ იმარჯვეს.