მადრიდის “რეალმა” ლა ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “სამეფო კლუბმა” ზედიზედ 33 მატჩში შეძლო გოლის გატანა, საუბარი მხოლოდ გასვლით მატჩებზეა.
ბოლოს “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში 2015-2016 წლების სეზონში, 13 აპრილს, “ვილიარეალთან” დაპირისპირების დროს ვერ გაიტანა და აღნიშნული შეხვედრა 0:1 წააგო.
პრიმერადივიზიონის მე-6 ტურში “რეალი” “ალავესს” შეხვდა და “ბლანკოსმა” თამაში დანი სებალოსის დუბლით (2:1) მოიგო.