ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა შეაქო: არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი პიროვნებააო.
“მორატა მომწონს და ვიცი, რომ ეს მისი მაქსიმუმი არაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია, კიდევ უფრო ძლიერ თავდამსხმელად ჩამოყალიბდეს. ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე, ამასთან თავაზიანი პიროვნებაა და ასეთებს ძალიან ვაფასებ. რას ვგულისხმობ? ის ბრწყინვალე ადამიანია. უფრო მეტად დავაკონკრეტებ: ქალიშვილი რომ გყავდეთ, წინააღმდეგი არ იქნებოდით, რომ მორატას ცოლად გაჰყოლოდა”, – წერს კონტეს სიტყვებს ბრიტანული The Telegraph-ი.