ფეხბურთი

10:01 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი: სამი ფინალისტი ცნობილია

ფიფამ სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებს.

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) და ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)

გამარჯვებული საბოლოოდ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ხმებით გამოვლინდება. საბოლოო შედეგები კი, 23 ოქტომბერს, ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.

0.117021