ფეხბურთი

0:21 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარნლიმ” ლინდეგაარდი დაიმატა

დანიელი მეკარე ანდერს ლინდეგაარდი კარიერას “ბარნლიში” განაგრძობს. 33 წლის კიპერი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ლინდეგაარდი 2010-2015 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა და 29-ჯერ მოუწია თამაში. ის გასულ სეზონში “პრესტონში” თამაშობდა და ამ კლუბის კარი 18-ჯერ დაიცვა.

0.118394