იტალიური “მილანის” ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ “როსონერის” გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს, რამაც ზაფხულში აგორებული ჭორები საბოლოოდ გააქარწყლა.
“მილანში” დავრჩი, რადგან ეს ჩემი სახლია. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ეს ნამდვილია.
შემიძლია თუ არა “ინტერში” გადასვლა? არასოდეს!
“იუვენტუსი”? არა, მე “მილანთან” 4 წელი მაკავშირებს”, - უთხრა დონარუმამ ჩანალე 5-ს.