ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ თავისი ყოფილი კლუბის, მადრიდის “რეალის” ბოლო მატჩებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბმა” ბოლო წლებში ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია.
ბრაზილიელმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკრიტიკა სატრანსფერო პერიოდში მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვის თემა და აღნიშნა, რომ კარიმ ბენზემას ტრავმა და კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია გუნდს ძალიან დაეტყო.
“ვფიქრობ, “რეალი” სწორად მოიქცა, როცა მორატა გაყიდა. მადრიდელებს ჰყავთ რონალდუ – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, და ასევე ბენზემა, რომელივ ერთ-ერთი საუკეთესოა.
ბოლო წლებში მადრიდელებმა აჩვენეს, თუ რა შეუძლიათ. შესაძლოა ცუდად დაიწყო, თუმცა, მთავარია, რას მოიგებ ბოლოს. იმედი მაქვს, ახლო მომავალში “რეალი” კარგი შედეგებით დაბრუნდება”, - უთხრა რონალდომ Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ 5 ტურის თავზე “რეალი” 8 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ “ბარსელონას” 7 ქულით ჩამორჩება.