ტემი აბრაჰამი “ჩელსის” საკუთრებაა და “სუონსიში” გახლავთ განათხოვრებული. 19 წლის ფორვარდია და ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში გოლი გოლზე გაჰქონდა. ის ინგლისშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ნიგერიელია და სწორედ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
“აბრაჰამი მშვენივრად ხვდება, რომ ნიგერიის ნაკრებში თამაშის მეტი შანსი აქვს. ის ტალანტია, სწრაფად პროგრესირებს და შესაძლოა, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. ღმერთმა ქნას, მუნდიალზე გავიდეთ. ამ შემთხვევაში აბრაჰამს შანსი უჩნდება, სამშობლოს სახელი დაიცვას” – განაცხადა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამადუ პინიკმა.