ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ სატრანსფერო ბაზარზე ფასების კატასტროფული ზრდა „ვირთხების რბოლას“ შეადარა და საფეხბურთო სამყაროს მისი შეჩერებისკენ მოუწოდა.
„ტრანსფერებთან დაკავშირებული პრობლემა ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ. აუცილებელია დაწესდეს გარკვეული წესები საფეხბურთო აგენტებისა და სატრანსფერო ფანჯრისთვის, დაინერგოს სახელფასო ზედა ზღვარი. ბევრ რამეზე გვისაუბრია, თუმცა აქამდე რეალური ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. მე მაღელვებს ინფლაცია, რომელსაც ტრანსფერები განაპირობებს. ეს ყველაფერი ვირთხების რბოლას გავს, რომელშიც კლუბები არიან ჩათრეული და ეს ტენდენცია ფეხბურთზე უარყოფითად მოქმედებს. მნიშნელოვანია, რომ ტრანსფერები ჩემპიონატის დაწყებამდე სრულდებოდეს“ - განუცხადა Reuters-ს ინფანტინომ.
ბოლო პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე ფასები წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ამ ზაფხულს დამყარებულმა რეკორდმა წინანდელს ორჯერ მეტად გადააჭარბა. ნეიმარის ტრანსფერში ფრანგულმა პსჟ-მ „ბარსელონას“ 222 მილიონი ევრო გადაუხადა. მანამდე სარეკორდო სატრანსფერო თანხა 105 მილიონი ევრო იყო, რომელიც პოლ პოგბას სანაცვლოდ „იუვენტუსმა“„მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მიიღო.