კატალონიის “ბარსელონას” მცველ ჟერარდ პიკესთვის “ეიბარის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი (6:1) საიუბილეო გამოდგა. 30 წლის მოთამაშეს ლა ლიგაში “ბლაუგრანას” შემადგენლობაში 250 თამაში დაუგროვდა.
პიკე კატალონიური კლუბის აღზრდილია. მისი ახალგაზრდული კარიერა 1997 წელს დაიწყო. 2004 წელს “ბარსას” ახალგაზრდული გუნდიდან ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდა. “მანჩესტერ იუნაიტედში” 2008 წლამდე დარჩა, თუმცა 2006-2007 წლების სეზონში ის “სარაგოსაში” იყო განათხოვრებული.
2008 წელს, პიკე კვლავ კატალონიაში დაბრუნდა და დღემდე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ცენტრალურმა მცველმა 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა “ესპანიოლის” კარში.